ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად, თბილისში ბაგების დასახლებაში 4 ოჯახის სარდაფი დაიტბორა.
როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, წყნეთიდან წამოსულმა ნიაღვარმა უჩანეიშვილის ქუჩის მეოთხე შესახვევში მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია.
მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით მოქალაქე თევდორაშვილების სახლი დაზიანდა. შენობა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ძლიერმა წვიმამ დააზიანა, გუშინ კი, სახლის კედლები დაიბზარა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა წუხელვე დაიწყეს.
ვაკე-საბურთალოს გამგეობის წარმომომადგენლები, ზარალის დადგენის შემდეგ, დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდნენ.

















