პარლამენტში შესული ახალი ინიციატივის თანახმად, თბილისის მთავრობას უფლება ექნება ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის,
აქციებისა და წილების სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკებისთვისა და თვითმმართველი ერთეულებისთვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება.
კანონპროექტი თბილისის მთავრობის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც არეგულირებს.
ახალი კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძეა.

















