კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შედგენილ
მიმართვას დღეს საკანონმდებლო ორგანოს გაუგზავნიან.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, არასამთავრობოების მიერ შედგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა დროულად განიხილოს. ასევე, ისინი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს აღნიშნული ცვლილებები გაითვალისწინოს და კანონმდებლობაში ასახოს.
მიმართვა საზოგადოებისთვის ღიაა და მასზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პაკეტი ,,ეს შენ გეხებამ“ პარლამენტში 7 მაისს შეიტანა, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტიებს კი - დღეს გააცნო. ცვლილებები 7 საკითხს მოიცავს და ხმების დათვლის პროცესს, თავისუფალ საარჩევნო და მედია გარემოს უზრუნველყოფას ეხება.

















