ლაღიძის ქუჩაზე 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე 2 სამაშველო და 18 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მათი ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ამ წუთებში სახანძრო ბრიგადები მის ლიკვიდაციაზე მუშაობენ. ცეცხლი სავარაუდოდ, ანთებული გაზქურიდან გაჩნდა.

















