თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 10-დან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ხეთაგუროვის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
10-დან 16 საათამდე კი, შეზღუდვა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
შუქი10-დან 17 საათამდე სოფელ დიდი დიღმის ნაწილს და ვაშლიჯვრის დასახლებას, დიდი დიღმის II მიკრორაიონის ნაწილს, ასათიანის, ზაქარიაძის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს, ჩოლოყაშვილის I კვარტლის ნაწილს, ჩოლოყაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის ნაწილს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „ბაგები“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ენეგომომარაგება 10-დან 18 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილის, ირაკლი აბაშიძის ნაწილს, ყიფშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, გაბაშვილის, თაქთაქიშვილის, ქობულეთის, თამარაშვილის, წყნეთის, უნივერსიტეტის, უჩანეიშვილის, იმედაძის, ბარნოვის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია ვარკეთილი-3-ის I მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების და მიმდებარე ქუჩებს, ფალიაშვილის, მოსაშვილის, ზემო ვაკის, წყნეთის, ბაზალეთის, ქობულეთის, თამარაშვილის, იმედაძის, უჩანეიშვილის და მიმდებარე ქუჩების აბონენტებსაც არ ექნებათ.

















