ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ჯილეხით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც "ნიუსპრესს" ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს, პაციენტმა დაავადების გამოვლენამდე ათი დღით ადრე საქონლის შიგნეულობა დაამუშავა, რის შედეგადაც ჯილეხის დიაგნოზი დაუდგინდა.
ჯილეხით დაავადებული 56 წლის მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მარნეულიდან შეიყვანეს. პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ამ დრომდე უტარდება.

















