აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ილიას
უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ საღამოს 19:51 საათზე, ხოლო 4 მაგნიტუდის დილით 08.55 საათზე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის კერა ამჯერად აზერბაიჯანში ისევ ის ადგილი იყო, სადაც რამდენიმე დღის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ყარაღაჯთან 7 მაისს, 08:40 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც ძლიერად იგრძნობოდა.

















