თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ენერგომომარაგება 10-დან 14
საათამდე დაბა წყნეთს, ხოლო 10-დან 15 საათამდე ნინოშვილის, წმინდა ნიკოლოზის, ნინო ჩხეიძის, თოიძის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 16 საათამდე ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის და მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ნუცუბუძის I, II მიკრორაიონის, სიონის, ჟღენტის, მარგიანის, ნუცუბიძის, საირმის, ბურძგლას და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტოროენერგია ინგოროყვას, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებს, გლდანის მასივის I-II მიკრორაიონის ნაწილს, გლდანის მასივის III მიკრორაიონში მდებარე ეკლესიას და ხიზანიშვილის ქუჩაზე განლაგებულ კომერციულ ობიექტებს არ მიეწოდება.
10-დან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით ილია ჭავჭავაძის გამზირის, მელიქიშვილის, თარხნიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ამავე პერიოდში შუქი იყალთოს, ბახტრიონის, მგალობლიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ დიდი დიღმის ნაწილს და ვაშლიჯვრის დასახლებას, დიდი დიღმის II მიკრორაიონს, ასათიანის, ზაქარიაძის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს, ჩოლოყაშვილის I კვარტლის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ქვესადგურში „ბაგები“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 10-დან 18 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილის, ირაკლი აბაშიძის ნაწილს, ყიფშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, გაბაშვილის, თაქთაქიშვილის, ქობულეთის, თამარაშვილის, წყნეთის, უნივერსიტეტის, უჩანეიშვილის, იმედაძის, ბარნოვის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ამავე დროს შუქი ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების და მიმდებარე ქუჩებზე გაითიშება.
ქვესადგურში „კოჯორი“ სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 12-დან 16 საათამდე დაბა კოჯრის ნაწილს შეეზღუდება.

















