თბილისში გულიას მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, გულიას ქუჩა და
მიმდებარე ტერიტორია მთიდან წყლის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა და ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება.
ძლიერი წვიმის შედეგად, გუშინ გულუას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით მოძრაობდა.
აღნიშნულ ხაზზე მოძრავი სამი სამარშრუტო ავტობუსი გულუას ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობდა.
ამ ეტაპზე, დედაქალაქში საავტომობილო გზები ყველა მიმართულებით გახსნილია.
სტიქიის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ორი ბავშვი.

















