პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია თბილისში სტიქიური უბედურების
შედეგად მოქალაქეების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ვწუხვარ თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 5 მოქალაქის სიცოცხლე იმსვერპლა. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მსხვერპლის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა”- განაცხადა ალასანიამ.
წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. სტიქიის შედეგად განსაკუთრებით მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონები დაზარალდა.

















