ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი "ლანგეითი" და ამერიკის მეგობართა კლუბი "ამერიკის პრეზიდენტის დღეს" ერთობლივი ღონისძიებით აღნიშნავს.
როგორც "ნიუსპრესს" ამერიკული განათლების ცენტრ "ლანგეითიდან" აცნობეს, ღონისძიებას, რომელიც დღეს გაიმართება, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მოეწყობა შეერთებული შტატების პრეზიდენტების ფოტოგამოფენა, ჩატარდება საჯარო ლექცია, თემაზე - "ამერიკის პრეზიდენტი".
"ამერიკის პრეზიდენტის დღეს" შეერთებულ შტატებში 1782 წლიდან აღნიშნავენ. პრეზიდენტის დღე ფედერალურ დღესასწაულად 1968 წელს გამოცხადდა. ის ტრადიციულად თებერვალში აღინიშნება.

















