აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ მის პერსონალურ გვერდზე
გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გასულ ღამეს წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილ ოჯახებს თანაგრძნობას ვუცხადებთ. ასევე, ჩვენ მთელს საქართველოში წყალდიდობის გამო ყველა დაზარალებულზეც ვფიქრობთ“ - აცხადებს ბასი.
წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. ძირითადი უბედურების ზონა ორთაჭალა, გულუას მოედნის მიმდებარე ტერიტორია იყო. ადგილზე პირადად იმყოფებოდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამასთან სტიქიის შედეგად განსაკუთრებით მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონები დაზარალდა.

















