საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის
კომისიის მუშაობის შედეგებს გამოკითხულთა 71 პროცენტი უნდობლობას უცხადებს.
კითხვაზე - „ენდობით თუ არა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობის შედეგებს“, გამოკითხულთა 12,9 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, კომისიის მუშაობის შედეგებს უნდობლობა 71 პროცენტმა გამოუცხადა, ხოლო 16,1 პროცენტს შეკითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ შემდეგი კვირის გამოკითხვის თემა იქნება „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქცია კითხვით - „მიდიხართ თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე?“

















