წუხანდელი ძლიერი წვიმის გამო, თბილისში ელექტროენერგიის 60-მდე ფიდერი დაზიანდა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს შეუწყდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ განუცხადა, ამ დროისთვის ავარიის ნაწილი ლიკვიდირებულია და დღის მეორე ნახევრიდან დედაქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგება.
„წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი საავარიო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა, რათა რაც შეიძლება მალე აღმოფხვრილიყო დაზიანებები. ვვარაუდობთ, რომ დღის მეორე ნახევარში ელექტროენერგიის მიწოდება დედაქალაქში სრულად აღდგება“ - აღნიშნა ფანცულაიამ.
მისივე თქმით, ენერგომომარაგება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისთვის წუხელვე განახლდა.

















