საქართველოში არამდგრადი ამინდები რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ზოგიერთ რაიონში კი, ისევ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ამის
შესახებ „ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში მცირე წვიმა დღესაც გაგრძელდება, თუმცა, არა ისეთი, როგორც გუშინ ღამით დაფიქსირდა.
წუხელ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში და კავკასიონის ქედზე ძლიერი წვიმა იყო. წვიმამ, თბილისში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სერიოზული პრობლემები შექმნა. წვიმდა ხულოშიც.

















