დედაქალაქში წყალმომარაგების მხრივ შეფერხების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განუცხადეს.
მათი ცნობით, ქალაქის ყველა უბანს წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება და წყლით მომარაგების ყველა ობიექტზე ვითარება კონტროლდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, გასული ღამის ძლიერი წვიმის გამო, პრობლემები ღრმაღელისა და სამგორის საფილტრე სადგურებზე არსებულ ობიექტებს შეექმნათ. ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რის შედეგადაც ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

















