ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე და საავტომობილო გზებზე ამ დროისთვის ავტომობილების გადაადგილება თავისუფალია. ამის
შესახებ „ნიუსპრესს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გამთენიისას წყალდიდობის გამო დასავლეთიდან თბილისის შემოსასვლელი გზა ორი საათით ჩაკეტილი იყო. ქალაქში შემოსვლა შეფერხებით, ზაჰესის გზის მეშვეობით ხდებოდა. თუმცა, 7:00 საათიდან იგი გაიხსნა.
რაც შეეხება დედაქალაქს, საქალაქო ტრანსპორტი ქალაქში ამ დროისთვის შეუფერხებლად მოძრაობს.
გასულ ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად, რეგიონებში რთული სიტუაცია შეიქმნა. ამ დროის მონაცემებით, განსაკუთებით კახეთისა და მცხეთ-მთიანეთის მხარეები დაზარალდა.

















