წუხელ სტიქიის შედეგად თბილისში გარდაცვლილი 5 ადამიანიდან, ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ერთი მათგანი დაახლოებით 1 თვისაა, ხოლო მეორე 5 წლის, რომლის ცხედარიც მაშველებმა ჯერ ვერ იპოვეს. გარდაცვლილია ასევე, დაახლოებით 85 წლის მოხუცი ქალბატონი.
გარდაცვალების ფაქტები გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც წვიმის შედეგად, წყალი სახლებში შევარდა და პირველი სართულები დატბორა და სახლები ჩამოანგრია.
ასევე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, წუხელ მეწყერი ნუცუბიძის პლატოზეც ჩამოწვა.
გასული ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურში ათეულობით გამოძახება შევიდა. გამოძახებები ამ დრომდე გრძელდება.

















