წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების საქალაქო
სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილთა უმეტესობა ორთაჭალაში, მოედანთან ახლოს მდებარე ქუჩებზე ცხოვრობდნენ. მათი დაღუპვა სახლებში შევარდნილმა ძლიერმა ნიაღვარმა გამოიწვია.
გიორგაძის თქმით, სტიქიამ წუხელ მუხიანში მდებარე აგარკებიც დატბორა, თუმცა, აღნიშნულ ადგილებში მსხვერპლი არ ყოფილა.
გიორგაძის განცხადებით, ქალაქში ამ დროისთვის სტაბილური მდგომარეობაა.

















