საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ევროკავშირის TEMPUS–ის მხარდაჭერით მიმდინარე სამაგისტრო პროგრამის – „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“ საერთაშორისო პარტნიორის, ბრისტოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, სტუმრებმა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო დათვალიერეს და ლაბორატორიულ კვლევებს დაესწრნენ, რის შემდეგაც სტუდენტებისთვის მიკრობიოლოგიის საკითხებზე ღია ლექცია წაიკითხეს.
უნივერისტეტის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, აგრარული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსის წარჩინებული სტუდენტები სწავლას დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში გააგრძელებენ და ევროკავშირის საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამის კვალიფიკაციას მიიღებენ.

















