საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე 18-წლიანი კარიერის შემდეგ ფეხბურთიდან მიდის.
ამის შესახებ კალაძის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კალაძე „მილანის“ და „ჯენოას“ კლუბებს და მმართველებს იტალიაში მიღებისთვის მადლობას უხდის.
განცხადებაში კალაძემ მადლობა ასევე მეგობრებს, მის მოწინააღმდეგეებს და ჟურნალისტებს გადაუხადა.
„უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ. მეც ჩემი მხრივ ყოველთვის ვცდილობდი ბოლომდე დავხარჯულიყავი მოედანზე და ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი გუნდისთვის“ - აღნიშნულია განცხადებაში.
კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ საქართველოს არის ქვეყანა, სადაც უნდა თავისი შვილები სხვა ახალგაზრდებთან ერთად თავისუფლად, მათი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად გაიზარდონ, ისე, როგორც ეს ნამდვილად დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება.

















