საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში საქართველოს მოსწავლეთა ინტელექტუალური ჩემპიონატი გახსნა.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატი „რა? სად? როდის?" სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ის ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 69 მუნიციპალურ ცენტრში და დედაქალაქში დაიწყო.
ინტელექტუალურ ჩემპიონატში სხვადასხვა სკოლის სახელით 9 568 მოსწავლე ასპარეზობს.
ჩემპიონატი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ტურში საუკეთესო 69 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს თბილისში, 9 ივნისს შეხვდებიან.
გამარჯვებული გუნდების მონაწილეები დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

















