21-დან 27 მაისამდე თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში „ევრომელანომა 2012“ - კანის კიბოს საწინააღმდეგო კამპანია გაიმართება.
კანის საეჭვო წარმონაქმნების გამოვლენის მიზნით, დერმატოლოგები მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით უფასო საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდება.
ევრომელანომა კანის კიბოს პრევენციის პანევროპული კამპანიის მიზანია კანის კიბოს პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს .

















