ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილი ისევ ჩაკეტილია, - ამის შესახებ "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
რიკოთის უღელტეხილზე კი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული. ცენტრალური მაგისტრალი თავისუფალია. ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი დანარჩენ უღელტეხილებზეც.
შესაბამისი ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

















