ძლიერი ქარის გამო თბილისში საგანგებო სიტუაციათა სამსახურის გამოძახებების რაოდენობამ იმატა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ქარმა წუხელ პეკინის ქუჩაზე რამდენიმე ობიექტს თუნუქის სახურავები გადახადა.
აღნიშნული შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.
თოვლისა და ყინულის გამო კი ლისის ტბის, წყნეთისა და კოჯრის გზებზე ავტოტრანსპორტის მოცურების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა.

















