რიყის პარკიდან ნარიყალას ციხის მიმართულებით ახლადდამონტაჟებული საბაგირო გზის პირველი მგზავრი დღეს საქართველოს პრეზიდენტი იყო.
მიხეილ სააკაშვილმა ახალი გონდოლით უმცროსს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად იმგზავრა.
საჰაერო საბაგირო სადგურებისა და ხაზის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის მაისის ბოლოს შევა. რიყის პარკიდან მსურველები ნარიყალას ციხის ტურისტულ ბილიკსა და ბოტანიკურ ბაღში საბაგიროს მეშვეობით 3 წუთში ავლენ. საბაგირო ხაზის სიგრძე 500 მეტრია, რომელზეც 7 გონდოლა განლაგდება.
დღესვე, სააკაშვილმა რიყის პარკის განაშენიანების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის - მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობაც მოინახულა.

















