მართმადიდებლური სამყარო დიდმარხვისთვის ემზადება.
20 თებერვლიდან ყველიერის კვირა იწყება, რა დროსაც მემარხულეებს ხორცის მიღება ეკრძალებათ. ყველიერის კვირაში მარხვა რძისა და კვერცხის ნაწარმით ხსნილია.
მემარხულე მორწმუნეებმა ყველიერის კვირის განმავლობაში ოთხშაბათსა და პარასკევს დილა–საღამოს წმ. ეფრემ ასურის სადიდებელი ლოცვა უნდა წაიკითხონ.
წელს დიდმარხვა 27 თებერვალს იწყება, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კი მართლმადიდებლური სამყარო 15 აპრილს იზეიმებს.

















