ოპტიკური კომპანია „რონიკო“ დღეს 11-დან 17.00 საათამდე ნებისმიერ მსურველს მხედველობის უფასო დიაგნოსტიკას სთავაზობს.
კომპანიის ცნობით, დიაგნოსტიკასთან ერთად, მომხმარებელს ექიმი-ოფთალმოლოგის რჩევების მიღებაც შეეძლება.
კომპანიის ინფორმაციით, „რონიკო“ კომპლექსურ ოპტიკურ მომსახურებას 15 წელზე მეტია ახორციელებს, რაც ერთი ვიზიტით ოფთალმოლოგის კონსულტაციის მიღებას, მხედველობის დიაგნოსტიკას, სასურველი ოპტიკური ჩარჩოს შერჩევას და სათვალის დამზადებას გულისხმობს.
კომპანია „რონიკო“ ექიმი-ოფთალმოლოგების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ტრენერებს ყოველწლიურად იწვევს.

















