თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 15 საათამდე
ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 16 საათამდე პეკინის გამზირის, იოსებიძის, კალანდაძის, კანდელაკის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებს, ამაღლების, კოჯრის, ასათიანის, ლერმონტოვის, იაშვილის, ნაკაშიძის, ქიქოძის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შუქი 17 საათამდე იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ლიბანის, ბარალეთის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, თემქის დასახლების IV, X და Xა კვარტლების, გურამიშვილის გამზირის ნაწილს, მექანიზაციის, თორნიკე ერისთავის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, რაფიელ ერისთავის, აბაკელიას, ძმები ზუბალაშვილების და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
17 საათამდე შუქი ასევე, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის IX კვარტლის, ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, ქურხულის, ფოსტის, ნიორაძის, გუთნის, თელავის, ჯავახეთის, ენუქიძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ქვესადგურში „ავშნიანი“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 17 საათამდე გლდანის IV მიკრორაიონის, შეშელიძის, ხევძმარის, ხიზანბარელის, სარაჯიშვილის, ილორის, იპოლიტოვ-ივანოვის და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს არ მიეწოდება.

















