ძველ თბილისში, ტელეგრაფის მე-3 ჩიხში 3-სართულიანი სახლის ორი სართული ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, სახლი ავარიული იყო.
შენობაში 35 ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა, მისი ავარიულობიდან გამომდინარე, ორი სართულიდან მოსახლეობა გაასახლეს. ავარიის დროს შენობაში 2 ოჯახი იყო.
სახლის დემონტაჟის საკითხზე ძველი თბილისის გამგეობის წარმომადგენლებსა და მათ შორის მოლაპარაკება გაიმართება.

















