პარტია "ქართული დასის" ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დღეს პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
დეპუტატი შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ქსენოფობიურ ტენდენციებზე და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრებს.
აღნიშნულ თემებზე ბაღათურია ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში უკვე შეხვდა.
ბაღათურიას შეფასებით, 15 დღეა გასული იმ სამარცხვინო საქციელიდან, რაც უმრავლესობის წევრებმა აზერ სულეიმანოვმა და აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე ჩაიდინეს.
24 აპრილს პარლამენტში ინციდენტი მოხდა, მაშინ აზერ სულეიმანოვმა ბაღათურია “სომეხ კოლეგად” და “ბაღათურიანად” მოიხსენია.
ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, ხელისუფლების არც ერთ წევრს, მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ ფაქტის გამო ბოდიში არ მოუხდია.

















