სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დღეს 50-მდე აფხაზ და ლაზს მონათლავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან „ძლევაი“ აცნობეს, ნათლობა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
მათი ინფორმაციით, მოსანათლთა შორის რამდენიმე ჩვილია, დანარჩენი კი, ზრდასრული მოქალაქეები არიან.

















