თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 18 საათამდე ენერგომომარაგება რუსთაველის გამზირის ნაწილს, ღამბაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ფასანაურის, ნიკოლაძის, კეკელიძის, ბარნოვის, ზემო ვაკის, კოსტავას, პეტრიაშვილის, შანიძის, ჯანაშიას, თარხნიშვილის, ხოშტარიას, ჭოველიძისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
13 საათამდე ელექტროენერგია ოსეთის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ონიაშვილის, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 15 საათამდე ზაზიშვილის, მარუაშვილის, ფიროსმანის, კონსტიტუციის, ჩიტაიას და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ენერგომომარაგება 16 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, ცაბაძისა და მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას II კვარტლისა და მიმდებარე ქუჩებს, ცოტნე დადიანის ნაწილს, გურამიშვილის გამზირის ნაწილს, მოლითისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ქვესადგურში „ავშნიანი” სარემონტო სამუშაოების გამო, შუქი 17 საათამდე გლდანის IV მიკრორაიონის, ტაბიძის, გაგარინის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის და მიმდებარე ქუჩებს, დიდი დიღმის II მიკრორაიონის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენეგია გორგასლის, დიდი ხეივნის, გულიას და მიმდებარე ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, შიო მღვიმის, ნიკოლაძის, ანჯაფარიძისა და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

















