საქართველოს უმეტეს რაიონებში ორი დღის განმავლობაში ითოვებს.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, მთელი საქართველოს მასშტაბით ორი დღით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.
მათი თქმით, 21 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ღამით ყინვები უახლოესი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

















