logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ დაიწყო
საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ დაიწყო
13:21 27.03.2015
საქართველოში რიგით მერვე საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ დაიწყო.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ყოჩაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ და კონკურს „ალიანტეს“ კოორდინატორმა ნათია ცვარიანმა აცნობეს.

პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ევროატლანტიკური ალიანსის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსაურის ინფორმაციით, „ალიანტე“ 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდების კონკურსია, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეა გათვლილი. კონკურსი 4 რაუნდად განხორციელდება.

I და II რაუნდი ზოგად ცოდნაზე დაფუძნებული კითხვებისგან შედგება. გამარჯვებული გუნდები ეროვნულ ფინალში ერთმანეთს ფიზიკურ გამძლეობასა და სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვაში შეეჯიბრებიან.

ეროვნულ ფინალს საქართველო უმასპინძლებს, საერთაშორისო ფინალი კი ლიტვაში გაიმართება. ფინალში გამარჯვებული 5 გუნდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულებს.

კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო“ ახორციელებს. პროექტის საერთაშორისო მხარდამჭერები ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლიტვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრები არიან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ალიანტე“ უკვე 14 წელია ტარდება, საქართველო კონკურსს 2008 წელს შეუერთდა. მასში ყოველწლიურად ათასობით ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა