პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „თეთრებიდან“ აცნობეს, მოძრაობის ლიდერი თემურ შაშიაშვილი სხვა წევრებთან ერთად, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით შეამკობს.
მათი ინფორმაციით, დღესვე „თეთრების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ხასია, ფერდინანდ ლორთქიფანიძე და თინათინ ჯავახაძე თბილისში არსებულ საელჩოებს მილოცვასთან ერთად, წიგნს - „დაუჯერებელი სინამდვილე“ გადასცემენ.
„თეთრების“ ცნობით, წიგნი საქართველოს გამარჯვების აღსანიშნავად აგებულ მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალის“ აშენებასა და ნგრევას ეძღვნება.

















