სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 10 მაისს, 50-მდე აფხაზ და ლაზს მონათლავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან „ძლევაი“ აცნობეს, ნათლობა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
მათი ინფორმაციით, მოსანათლთა შორის რამდენიმე ჩვილია, დანარჩენი კი, ზრდასრული მოქალაქეები არიან.
ნათლობა დილით 11:00 საათზე დაიწყება.

















