თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალმომარაგება ისანი-სამგორის რაიონში მესხიშვილის,ოცხელისა და დიდგორის ქუჩებს, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონში სარაჯიშვილისა და გოძიაშვილის ქუჩებს აქვთ შეწყვეტილი.
მათ წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგებათ.
წერეთლის გამზირისა და სტანისლავსკის ქუჩის კვეთაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, წყალი წერეთლის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩას - რკინიგზის დეპარტამენტიდან ცაბაძის ქუჩამდე, დავით აღმაშენებლის გამზირს - კარგარეთელის ქუჩიდან ცაბაძის ქუჩამდე, თამარ მეფის გამზირის ნაწილს, ხოშარაულის, აგლაძის, გოგოლაურის, გუდაუთის, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, გაფრინდაულის, გვეტეძის, თევდორე მღვდლის, კედიას, ცაბაძის, იამანიძის, დიდუბის, ყიფიანის, ბათუმის, სოხუმის, ფოთის, გორის, ზუგდიდის, ქუთაისის, ვ. ბაგრატიონის, ვორონინის, აბასთუმნის, ქურდიანის, სამტრედიის, მირცხულავას, წყალტუბოს, ჩლაიძის, რობაქიძისა და ბაღის ქუჩებს არ მიეწოდება.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 13:00 საათიდან განახლდება.

















