გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად, თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, სახლი 2 საუკუნისაა და მას რესტავრაცია ესაჭიროებოდა.
მათი ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და მიწისძვრის შედეგად, სახლის სადარბაზოს ბზარი გაუჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური. მათი განცხადებით, სახლის ჩამონგრევის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

















