logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ტელეკომპანია „კავკასიასთან“ აქცია გაიმართა
ტელეკომპანია „კავკასიასთან“ აქცია გაიმართა
19:34 07.05.2012
ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობასთან „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა.
აქციაზე კავშირის წევრებმა, მღვდელმსახურებმა და საზოგადოების  სხვა წარმომადგენლებმა 2 წლის წინ, „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის დროს დაპატიმრებულთა გათავისუფლება მოითხოვეს.

ტელეკომპანიასთან მღვდელმსახურებმა დაკავებულების სახელზე წმინდა გიორგისადმი სავედრებელი პარაკლისი ჩაატარეს.

როგორც „ნიუსპრესს“ კავშირის თანათავმჯდომარემ ავთანდილ უნგიაძემ განუცხადა, მათ „კავკასიის“ მიმართ პრეტენზია არ აქვთ და ეს ადგილი 2 წლის წინ, აქ განვითარებული მოვლენების გამო შეირჩა. მისივე განმარტებით, შეკრებილებმა დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ქვეყანაში სარწმუნოების პატიმრების არსებობის შესახებ.

უნგიაძის თქმით, საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს, რათა ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებულები გაათავისუფლოს.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად „კავკასიის“ დირექტორი დავით აქუბარდია გამოვიდა.

ტელეკომპანიის შენობასთან მისვლამდე აქციის მონაწილეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან იმყოფებოდნენ, სადაც მათ საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი ეროვნული და რელიგიური ღირებულებების წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროპაგანდას უწყობდა ხელს.

აქციის ორგანიზატორები მსგავსი ღონისძიებების გამართვას მომავალშიც აპირებენ.

2010 წლის 7 მაისს „კავკასიის“ გადაცემაში „ბარიერი“ მწერალ ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობის“ განხილვისას მის მომხრე- მოწინააღმდეგეებს შორის დისკუსია სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაცია საპატრულო პოლიციამ განმუხტა და ინციდენტის 8 მონაწილე დააკავა. მათ ხულიგნობისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა