აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე აზერბაიჯანის სოფელ ალიაბადში მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია.
როგორც „ნიუსპრესს“ აზერბაიჯანის სოფელ ალიბეგლოს მკვიდრმა მახო ჯავახიშვილმა განუცხადა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ალიაბადის სკოლა დაინგრა და ნანგრევებში ბავშვები მოჰყვნენ.
ჯავახიშვილის განმარტებით, მომხდარის დასაზუსტებლად ადგილზე შესაბამისი უწყების წარმომადგენლები გაემგზავრნენ და სრული ინფორმაცია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ყარაღაჯთან 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 08:40 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იყო. საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრა ყველაზე ძლიერად დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ ყარაღაჯთან იგრძნობოდა. მიწისქვეშა ბიძგები საკმაოდ ძლიერი იყო დედაქალაქშიც.

















