აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, კახეთის რეგიონის მდინარეებში, უახლოეს ორ დღეში, წყლის დონე აიწევს. აღნიშნული პროგნოზი
ძლიერი და ინტენსიური წვიმის შედეგად კეთდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროპროგნოზების მიმართულების უფროსმა ქეთევან წიკლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, წვიმამ აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და ხევებში, შესაძლოა, წყლალდიდობა გამოიწვიოს.
„გაზაფხულზე თოვლის დნობას მდინარეებში წყლის დონის მატება ახლავს. ეს პერიოდი მთავრდება, მაგრამ, წვიმის სეზონი იწყება, რამაც შეიძლება წყალდიდობები გამოიწვიოს“ - განაცხადა წიკლაურმა.
მისი ინფორმაციით, წყალდიდობების პერიოდი დაახლოებით ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
სინოპტიკოსები გამოდარებას და ტემპერატურის მატებას 9 მაისიდან ვარაუდობენ.

















