თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით“, კერძო სექტორში მიმდინარე
გამრიცხველიანების გამო, წყალი ისანი-სამგორის რაიონში მესხიშვილის, ოცხელისა და დიდგორის ქუჩებს, ვაკე-საბურთალოს რაიონში კი, სარაჯიშვილისა და გოძიაშვილის ქუჩებს შეუწყდა.
წყალმომარაგება 20:00 საათიდან განახლდება.
გლდანის მე-5 მ/რაიონის 21-ე კორპუსთან მომხდარი დაზიანების აღდგენის მიზნით, გლდანის მე-5 მ/რაიონის კორპუსებსა და მე-6 მ/რაიონის კორპუსების ნაწილს წყლის მიწოდება 15:00 საათამდე აქვთ შეწყვეტილი.

















