უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს
მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ნალექი ამ დროისთვის შემცირებულია. საღამოს კი, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ისევ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
გამოდარებასა და ტემპერატურის მატებას სინოპტიკოსები 9 მაისიდან ვარაუდობენ.

















