საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც "ნიუსპრესს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, სამაუწყებლო ლიცენზიის მოთხოვნით კომისიას შპს "კომედი tv"–მ მიმართა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, "კომედი tv" საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს, რომლის სახეობა სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა იქნება, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
საკითხის ზეპირი მოსმენა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2012 წლის 19 მარტს 16:00 საათზე გაიმართება. სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.

















