თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ლილოს დასახლებაში გამავალ 700 მმ-იან წყალდენზე მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოებია.
წყალმომარაგება 11:00-დან ლილოს, ლოჭინოსა და ვარკეთილის მეურნეობის დასახლებებს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ლუდის ქარხანა „კასტელს“, სოფლებს - ლილოსა და გამარჯვებას შეეზღუდა.
აღნიშნულ აბონენტებს წყლის მიწოდება 00:00 საათიდან აღუდგება.

















