იერუსალიმში ვიზიტით მყოფი საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან ერთად დღეს ძველ იერუსალიმში,
იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილეს შეხვდება. შეხვერდის შემდეგ ორი პატრიარქი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავს მოილოცავენ. დღესვე კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, კატამონში წმინდა სვიმეონ მირმქმელის საფლავს მოილოცავს. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სამშობლოში 25 თებერვალს დაბრუნდება.

















