logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
12:30 04.05.2012
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, კონკურსს - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტებისთვის“ აცხადებს.
კონკურსის წესები და პირობები დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალისტებს თავად გააცნო.
მისი თქმით, ამ კონკურსით ევროკავშირი ქართულ ჟურნალისტიკაში სიტყვის თავისუფლებას უჭერს მხარს.
„თავისუფლება ძალიან რთული რამაა. ქვეყნები, სადაც მასმედიის თავისუფლება არ არსებობდა არ არის კარგი მაგალითი. არ გაგიკვირდეთ, რომ ჟურნალისტიკაში პრობლემები იქნება, ეს ნორმალურია. ჩვენი მცირე წვლილია მონიტორინგი, გამოცდილების გაზიარება და კონკურსების ჩატარება“- განაცხადა დიმიტროვმა.
მისივე თქმით, კონკურსი ქართველ ჟურნალისტებში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, პროფესიული სტანდარტების განვითარებას შეუწყობს ხელს.
კონკურსში -„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტებისთვის“ მონაწილეობა პროფესიონალ ჟურნალისტებს, რედაქტორებს, ვებ-გვერდის სპეციალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ.
ის საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი მოიპოვებს გამარჯვებას, რომელიც 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 30 სექტემბრამდე ბეჭდვითი მედიის, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების მეშვეობით გამოქვეყნდება. გამარჯვებული სამ კატეგორიაში დასახელდება - საუკეთესო საგამოძიებო რეპორტაჟი ან სტატია; საუკეთესო ტელე/ან რადიო რეპორტაჟი; საუკეთესო ვებ-გვერდი/ბლოგი/სოციალური მედია.
კონკურსის გამარჯვებულს 7-კაციანი ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაშიც ელჩი ფილიპ დიმიტროვი, 3 ქართველი და 3 ევროპელი ჟურნალისტი შევა.
კონკურსის პირობები, წესები და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 2012 წლის 15 ოქტომბერია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა