რუსთაველის გამზირზე დღეიდან #2 სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს,
სამარშრუტო ტაქსის დანიშვნა მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე მოხდა.
#2-ს მოქალაქეები ისნის მეტროსადგურის ტერიტორიიდან, ქეთევან წამებულის, რუსთაველის, პეკინის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გავლით თსუ-ს მაღლივ კორპუსამდე გადაჰყავს.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ქალაქში ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანის პროცესი დასრულდა. რამდენიმე ქუჩაზე, სადაც მათი მოძრაობა აქამდე აკრძალული იყო, დღეიდან გადაადგილება ნებადართული ხდება.
უახლოეს მომავალში სამარშრუტო ტაქსები ჭავჭავაძის გამზირზეც იმოძრავებენ.
„კონკრეტულად რა ნომრები იმოძრავებს ჭავჭავაძის გამზირზე ჯერ ცნობილი არ არის. ნომრების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობა უახლოეს მომავალში გაიგებს“- აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე თქმით, მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია სატრანსპორტო კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსდება.

















