თბილისის ზოგიერთ ქუჩს დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ენერგომომარაგება 10-დან 17.00
საათამდე საბურთალოს რაიონში ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების, თამარაშვილის, შევარდენიძის და ანტონოვსკაიას ქუჩებს, მარშალ გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების და პეტრიწის ქუჩის აბონენტებს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია გლდანის რაიონში გლდანის “ა” მიკრორაიონის, ქერჩის, ვეკუას და შეშელიძის ქუჩებს, ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, ფიროსმანის, ხომლელის და ქაიროს ქუჩებს არ მიეწოდება.
10-დან 17.00 საათამდე შუქი ცოტნე დადიანის ნაწილს, ლეჩხუმის, ხევსურეთის, გუდამაყრის, რატევანის, დავით გარეჯელის ქუჩებს, ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების ნაწილს, ჭავჭავაძისა და კოსტავას გამზირის ნაწილს, ასევე დაბა წყნეთის კოსტავას ქუჩის აბონენტებს გაეთიშება.
ამავე პერიოდში ელექტროენერგია ურბნისის, ფერიცვალების, ღვინის აღმართის, ჩეხოვის, მეტეხის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩებსაც არ მიეწოდება.
ქვესადგურში „აბრეშუმი“ სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 10-დან 16.00 საათამდე ენერგომომარაგება გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ერწოს, ქვიშხეთის, ჭოპორტის, ლიახვის და ხევისუბნის ქუჩებს, ყაზბეგის გამზირის, შმიდტის, ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩებს შეეზღუდება.
10-დან 14.00 საათამდე ჩუღურეთის რაიონში შუქი მეუნარგიას და ფიროსმანის ქუჩებს, 10-დან 15.00 საათამდე კი, დიდუბის რაიონში ჩაჩავას, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 13-დან 15.00 საათამდე მთაწმინდის რაიონში რუსთაველის გამზირის ნაწილსაც შეეზღუდება.

















